კრისტენ სტუარტი "ფიფქია და მონადირის" გაგრძელებაში ითამაშებს

კრისტენ სტუარტი "ფიფქია და მონადირის" გაგრძელებაში ითამაშებს

"ფიფქია და მონადირე" გრძელდება და მასში მონაწილეობას კვლავ კრისტენ სტუარტი მიიღებს. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს ფილმის შემქმნელებმა.

მას შემდეგ, რაც კრისტენმა შარშან რომანი გააბა ”ფიფქიას” პირველი ფილმის რეჟისორ რუპერტ სანდერსთან, პროექტის გაგრძელების და მასში კრისტენის მონაწილეობის საკითხი ეჭვქვეშ იდგა.

მსახიობი პროექტში მაინც დატოვეს. რაც შეეხება რუპერტ სანდერსს, მან თავად აღარ ისურვა ამ ფილმის რეჟისურაზე მუშაობა.

თავისი მონაწილეობა ფილმის გაგრძელებაში ჯერ არ დაუდასტურებია კრის ჰემსვორტს, რომელიც მონადირის როლს ასრულებს. ასევე უცნობია, ვინ დაიკავებს რეჟისორის სავარძელს.

ფილმი "ფიფქია და მონადირე 2" ეკრანებზე 2015 წელს გამოვა.

მომზადებულია Just Jared-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება