უილ სმიტის შვილი ტანსაცმლის დიზაინერი გახდა

უილ სმიტის შვილი ტანსაცმლის დიზაინერი გახდა

უილ სმიტის ვაჟიშვილი, ჯეიდენ სმიტი რეპერია და ახლა უკვე ტანსაცმლის დიზაინის შექმნასაც მოჰკიდა ხელი, არადა ჯერ მხოლოდ 14 წლისაა.

ჯეიდენის რამდენიმე ნამუშევარი ინტერნეტში უკვე მოხვდა. უილის ვაჟიშვილი სკეიდერების სტილით შთაგონებულია. მას უყვარს ჭრელი, მკვეთრი ფერები.

რაც შეეხება მის მუსიკალურ საქმიანობას, ჯეიდენმა უკვე გამართა რამდენიმე კონცერტი, სადაც რეპი წაიკითხა. ის დასთან, უილოუ სმიტთან ერთად მუშაობს, რომელიც ასევე აქტიურადაა ჩართული მუსიკალურ შოუბიზნესში.

"სულაც არ მჭირდება დიდი ბიუჯეტი იმისთვის, რომ ადამიანებამდე ჩემი ხელოვნება მივიტანო. მე არ ვთამაშობ, მე მართლაც სერიოზულად ვარ რეპის წერით დაკავებული. ყოველთვის იმას ვწერ, რაც შიგნიდან მოდის, ხელოვნება ხომ მთელი ჩემი ცხოვრებაა. ადამიანებს უყვართ პირადულზე საუბარი და მოსმენა, სწორედ ამიტომაა ჩემი ტექსტები საკმაოდ გახსნილი. ეს ჩემი სტილია",  - განაცხადა ჯეიდენმა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება