ბოსტონის პოლიციას ტერაქტის განხორციელებაში ორი ეჭვმიტანილი ჰყავს

ბოსტონის პოლიციას ტერაქტის განხორციელებაში ორი ეჭვმიტანილი ჰყავს

ბოსტონის პოლიციას რამდენიმე დღის წინ, მარათონის დროს მომხდარი ტერაქტის განხორციელებაში ორი ეჭვმიტანილი ჰყავს. ამის შესახებ CNN იუწყება. CNN-ის ინფორმაციით, პოლიცია ამ დრომდე არ ახმაურებს ეჭვმიტანილთა ვინაობას. ორივე ეჭვმიტანილი მამაკაცია. ერთ-ერთი მათგანი კი, სავარაუდოდ, იმ ზურგჩანთის მფლობელია, რომელშიც ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ასაფეთქებელი მოწყობილობის ფრაგმენტები აღმოაჩინა.

თუმცა, ბოსტონის პოლიცია უარყოფს ეჭვმიტანილთა დაკავების შესახებ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას.

15 აპრილს ბოსტონის მარათონის საფინიშო ხაზზე მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი კი დაშავდა.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა