ჯენიფერ ლოურენსი ბრედლი კუპერის საყვარელს არ სწყალობს

ჯენიფერ ლოურენსი ბრედლი კუპერის საყვარელს არ სწყალობს

ჰოლივუდის მსახიობები - ჯენიფერ ლოურენსი და ბრედლი კუპერი კარგი მეგობრები არიან. ჯენიფერისა და ბრედლის ურთიერთობაში სრული ჰარმონია სუფევდა, ვიდრე ასპარეზზე კუპერის ახალი საყვარელი, 20 წლის ბრიტანელი მოდელი სუკი უოტერჰაუსთი არ გამოჩნდა.

ჯენიფერი მეგობრის საყვარლით ისეა გაღიზიანებული, რომ ბრედლი ყველანაირად ცდილობს, სუკი და ლოურენსი ერთმანეთს არ შეხვდნენ. ჯენიფერი ეჭვიანობს, რომ ბრედლი თავისუფალ დროს საყვარელთან ატარებს და მეგობართან ადრინდელივით აღარ ერთობა.

დასავლურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კუპერი ახალ საყვარელთან თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. ჭორები პარიზში პაპარაცების მიერ გადაღებულმა ფოტომაც გაამყარა, სიყვარულის ქალაქში მოსეირნე წყვილი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდა, ხოლო ბრედლის მოწყენილი სახე ჰქონდა.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება