მსახიობმა ტილდა სიუნტონმა ჟურნალ W ახალი ნომრის ექსტრავაგანტულ ფოტოსესიაში მონაწილეობა მიიღო. ფოტოგრაფმა ტიმ უოკერმა მას ფანტასმაგორიული ფოტოების სერია გადაუღო. ფოტოგრაფის შთაგონების წყარო მხატვრების - სალვადორ დალის, ჯორჯი დე ჩირიკოს, რემედიოს ვაროს, ლეონორა კერინგტონის შემოქმედებაა.
გადაღებები მექსიკის დაბა ჩილიტლაში გაიმართა. ტილდამ უცნაური იმიჯის გამა მოირგო. გარდა შემოქმედებითი ღირებულებისა, ფოტო ატარებს მესიჯს, რომ სილამაზე შედარებითი ცნებაა. "ჩემს ირგვლივ არავინ ფრაზა"ლამაზში" არ ჯდება, განსაკუთრებით კი გოგონები, შეიძლება ბიჭუნებიც და ცხენები. კიდევ ჩემი დიდი ბებია ელზი სუინტონი, მას სამეფო შესახედაობა აქვს",-აცხადებს მსახიობი.
მომზადებულია W-ს მიხედვით.