ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი პოლიციასთან შეტაკებისას გარდაიცვალა

ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი პოლიციასთან შეტაკებისას გარდაიცვალა

ბოსტონის მარათონის აფეთქებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, რომელიც პოლიციამ რამდენიმე საათის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა, ორმხრივი სროლისას მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. ამის შესახებ "ალ ჯაზირა" იუწყება.

ადგილობრივი პოლიციის კომისრის, ედ დევისის განცხადებით, პოლიცია ამ დრომდე აგრძელებს თეთრკეპიანი, მეორე ეჭვმიტანილის ძებნას. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მეორე ეჭვმიტანილი სტუდენტი, სუნილ ტრიპატია.

ბოსტონის პოლიცია მასშტაბურ ოპერაციას ატარებს ქალაქ უოთერთაუნში, სადაც ამ დილით უნივერსიტეტის კამპუსში პოლიციელი ჩაცხრილეს. პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, არ გამოვიდნენ სახლებიდან.

მომზადებულია aljazeera.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა