ლინდსი ლოჰანს ციროზი აქვს?

ლინდსი ლოჰანს ციროზი აქვს?

ლინდსი ლოჰანის გახშირებულმა ჩალურჯებებმა უკვე მიიქცია პრესის ყურადღება.  ლინდსის უშველებელ გემატომების წარმოქმნაზე რამდენიმე ისტორია და ჭორი გავრცელდა, თუმცა ვარსკვლავი მეგობრებს ეუბნება, რომ სანერვიულო არაფერია და ასეთი სილურჯეები მსახიობს იმიტომ აქვს, რომ ცოტა წყალს სვამს.

რა თქმა უნდა, ჟურნალისტებმა ინფორმაცია ექიმებთან გადაამოწმეს და დაადგინეს, რომ მსგავსი გემატომები შეუძლებელია წარმოიშვას ორგანიზმში წყლის ნაკლებობის გამო. გარდა ამისა, პაპარაცების მიერ გადაღებულ თითქმის ყველა ფოტოზე ლინდსი მინერალური წყლით ხელშია.

დასავლურმა ტაბლოიდებმა კიდევ ერთი მიზეზი გამოძებნეს - დაავადებული ღვიძლი. ღვიძლის დაავადებათა დროს სილურჯეები ხელებსა და ფეხებზე ხშირად ჩნდება. რაც შეეხება დაავადების გამომწვევ მიზეზს - ეს ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზაა. ხოლო ის, რომ ლინდსი სპირტიანი სასმელების მოყვარულია, ახალი ამბავი არ არის. ლინდსის შემთხვევაში ვარაუდობენ, რომ მსახიობს ან С ჰეპატიტი, ან ციროზი აქვს.

მომზადებულია womanews.ru-ს მიხედვით. 

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება