28 აპრილს იულია ტიმოშენკოს გაათავისუფლებენ

28 აპრილს იულია ტიმოშენკოს გაათავისუფლებენ

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს, რომელიც ამჟამად ხარკოვის კოლონიაში სასჯელს იხდის, 28 აპრილს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი იური ლუცენკო იუწყება.

როგორც ლუცენკო Twitter-ზე საკუთარ მიკრობლოგში წერს, ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის კომისარმა, შტეფან ფულემ მას სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იულია ტიმოშენკოს შეწყალებას აპირებს.

"შტეფან ფულესთან სატელეფონო საუბარი მქონდა. მან მითხრა, რომ იანუკოვიჩმა იულია ტიმოშენკო ბზობის კვირას უნდა გაათავისუფლოს", - წერს იური ლუცენკო.

უკრაინის ექს-პრემიერს 2011 წლის ოქტომბერში 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ტიმოშენკოს რუსეთთან გაზის ხელშეკრულების დადებისას უფლებამოსილების გადამეტებასა და ეროვნული ინტერესების საზიანო ხელშეკრულების გაფორმებაში დასდეს ბრალი.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა