ანუკა არეშიძე და ბიჭოლა კიევში მაღაზიას ხსნიან

ანუკა არეშიძე და ბიჭოლა კიევში მაღაზიას ხსნიან

ანუკა არეშიძისა და ბიჭოლას ბრენდი "ანუკი & ბიჭოლა" უკრაინაში ძალიან პოპულარულია. მისი მომხმარებელი არაერთი ცნობილი უკრაინელი გახდა. ახალგაზრდა დიზაინერები სულ მალე კიევის ცენტრში საკუთარ მაღაზიას გახსნიან. სარემონტო სამუშაოები მაღაზიაში ნოემბერში დაიწყო და რამდენიმე კვირის წინ დასრულდა. ბიჭოლას განცხადებით, ახალგაზრდა დიზაინერების მაღაზიაში ასევე გაიყიდება ქართველი დიზაინერების: დათუნა სულიკაშვილის, ბესარიონის, ავთანდილისა და სხვების სამოსიც. შეგახსენებთ, რომ ანუკა არეშიძე და ბიჭოლა წარმატებით მონაწილეობდნენ უკრაინული მოდის კვირეულებში, მათ შესახებ უცხოურ პრესაში არაერთი დადებითი შეფასება დაიბეჭდა.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება