ბოსტონის მარათონის დროს ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილები ჩეჩენი ძმები არიან. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილთაგან ერთ-ერთი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტი, 19 წლის ჯოხარ ცარნაევია, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებს. მეორე ეჭვმიტანილი, მისი ძმა ტამერლან ცარნაევი პოლიციამ სპეცოპერაციის დროს მოკლა.
დღეს დილით უოთერთაუნში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ეჭვმიტანილებმა ცეცხლი გაუხსნეს პოლიციელებს, რა დროსაც ერთი პოლიციელი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაიჭრა.