ჩინეთში მიწისძვრას 56 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში მიწისძვრას 56 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის სამხრეთდასავლეთით, სიჩუანის პროვინციაში 6,6 მაგნიტუდი სიმძლავრის მიწისძვრას 56 ადამიანი ემსხვერპლა, 600-მდე კი დაშავდა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაზიანდა 10 ათასი სახლი, საერთო ჯამში, მიწისძვრის შედეგად 80 ათასი ადამიანი დაზარალდა. შექმნილი მდგომარეობის გამო სიჩუანის ქალაქ ჩენდუში შეჩერებულია აეროპორტისა და რკინიგზის მუშაობა.

2008 წელს ჩინეთის ამ მხარეში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 70 ათასი ადამიანი დაიღუპა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა