მაიკლ დუგლასის ვაჟი ციხეში 10 წლით ჩაჯდება

მაიკლ დუგლასის ვაჟი ციხეში 10 წლით ჩაჯდება

მსახიობ მაიკლ დუგლასის უფროსი ვაჟი, კემერონი ციხეში 2018 წლამდე იჯდება. ასეთი გადაწყვეტილება ნიუ-იორკის სასამართლომ მიიღო, რომელმაც მსჯავრდებულის აპელაცია არ დააკმაყოფილა.

მოსამართლემ დასძინა, რომ თუ მსახიობის 34 წლის ვაჟი ციხეში ყოფნისას წესებს არ დაარღვევს, სახლში დაბრუნებას 5 წელიწადში შეძლებს.

ციხეში ახალგაზდა დუგლასი 2010 წელს აღმოჩნდა. მას ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის ხუთი წელი მიუსაჯეს. 2011 წელს მის საკანში აკრძალული ნივთიერება აღმოაჩინეს, რის გამოც სასჯელი გაუორმაგდა.

მომზადებულია WENN-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება