ჩრდილოეთ კორეელ ბავშვებს 11 წლიდან სამხედროებად ზრდიან

ჩრდილოეთ კორეელ ბავშვებს 11 წლიდან სამხედროებად ზრდიან

ბრიტანულმა გავლენიანმა გამოცემა Daily Mail-მა ფოტოსურათები გამოაქვეყნა, რომელზეც მომავალი ჩრდილოეთ კორეელი სამხედროებია გადაღებული.

11 წლის ბიჭები სამხედრო აკადემიაში წვრთნას გადიან. 11 წლის ბავშვები ფხენიანში არსებულ სპეციალურ სკოლაში Mangyongdae Revolutionary School ირიცხებიან. ახალწვეულებს თმას პარსავენ, სამხედრო ფორმას აცმევენ და ისევე წვრთნიან, როგორც რიგით ჩრდილოეთ კორეელ სამხედროს. პატარები ამბობენ, რომ ქვეყნის დასაცავად მზად არიან.

"დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით ყველაფერს ვაკეთებ, რომ ბრძოლის ტექნიკა კარგად ავითვისო. ყოველთვის ვფიქრობ, როგორ ვიძიო შური ამერიკულ იმპერიალიზმზე. ეს ჩემი რევოლუციური მოვალეობაა. კარგად ვსწავლობ და ყოველთვის მაღალი ქულები მაქვს სამხედრო ტაქტიკასა და სროლაში", - ამბობს სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე ჯო ჩუნგ ჰიოკი.

სკოლის ადმინისტრაცია  სტუდენტებს სამხედრო წვრთნის პარალელურად, ამერიკისა და სამხრეთ კორეის სიძულვილს შთააგონებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე