ჰოლივუდის სილამაზის სტანდარტები 82 წლის წინ

ჰოლივუდის სილამაზის სტანდარტები 82 წლის წინ

1930-იან წლებში ჰოლივუდში მხოლოდ სავსე ფორმის ქალებს შეეძლოთ წარმატებისთვის მიეღწიათ. რეჟისორების, ფოტოგრაფებისა და სცენარისტების მუზა მხოლოდ ის ქალი იყო, ვისაც სავსე ფორმის მკერდი, თეძო ან უკანალი ჰქონდა.

1931 წელს ამერიკულმა ჟურნალმა Photoplay-მ (ბოლო ნომერი 1980 წელს გამოიცა) "ქალისთვის იდეალური ფიგურის" კონკურსი გამოაცხადა, სადაც ჰოლივუდში მოღვაწე მსახიობები, მოდელები და მომღერლები მონაწილეობდნენ. ჟიურიმ 21 ცეცხლოვანი ქალი შეარჩია, საბოლოოდ კი მექსიკელმა მსახიობმა დოლორეს დელ რიომ გაიმარჯვა და მას მიენიჭა იდეალური ფიგურის მფლობელის ტიტული.

მაშინ დოლორესის სილუეტი მამაკაცებმა ყველაზე სრულყოფილად შეაფასეს. ამ დროს ვარსკვლავი 26 წლის იყო და მისი სხეულის პარამეტრები ასე გამოიყურებოდა: სიმაღლე 164 სანტიმეტრი, წონა - 54 კილოგრამი, მკერდის გარშემოწერილობა 84 სანტიმეტრი, წელის გარშემოწერილობა 63 სანტიმეტრი, ხოლო თეძოს გარშემოწერილობა 91 სანტიმეტრი.

მომზადებულია slate.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება