ნიკოლას მადუროს ინაუგურაციაზე ინციდენტი მოხდა

ნიკოლას მადუროს ინაუგურაციაზე ინციდენტი მოხდა

ვენესუელას ქალაქ კარაკასში ქვეყნის ახალარჩეული პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ინაუგურაცია გაიმართა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. დედაქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა მადუროსადმი მხარდაჭერის გამოსახატად და დამოუკიდებლობის აღსანიშნად.

ინცინდენტის გარეშე არ ჩაუვლია ფიცის დადების ცერემონიას, რომლის დროსაც მოულოდნელად ტრიბუნაზე უცნობი მამაკაცი ავარდა და მადუროს მიკროფონი გამოგლიჯა. მომხდარის გამო მადურომ დაცვა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ შესაძლოა, ის თავდასხმის მსხვერპლი გამხდარიყო.

ფიცის დადების საზეიმო ცერემონია ვენესუელას ნაციონალური ასამბლეის შენობაში გაიმართა.

ვენესუელაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ გადაწყდა. 14 აპრილს გამართულ არჩევნებში მადურომ მთავარი კონკურენტი, ოპოზიციის ლიდერი ენრიკე კაპრილესი ხმების მცირე უპირატესობით – 1,5%-ით დაამარცხა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა