ნიკო ბერიძე - ჭორიკნებმა სპექტაკლიდან "ქეთო და კოტე" გააკეთეს "ნიკო და სოფო"

ნიკო ბერიძე - ჭორიკნებმა სპექტაკლიდან "ქეთო და კოტე" გააკეთეს "ნიკო და სოფო"

ნიკო ბერიძე ფართო საზოგადოებამ სპექტაკლით - "ქეთო და კოტე" გაიცნო, შემდეგ "ჯეოსტარშიც" მონაწილეობდა. მომღერალმა 15 აპრილს ბათუმში, სოლო კონცერტი გამართა.

- სიმღერა 6 წლიდან დავიწყე. თავიდან რობერტ ბარძიმაშვილის სტუდიის ბათუმის ფილიალში დავდიოდი, შემდეგ აჭარის ტელევიზიასთან არსებული ბავშვთა მუსიკალური სტუდია - "ჩანგი" ჩამოაყალიბეს, მერე - ბავშვთა ოპერა, რომლის წევრიც ვიყავი. უამრავ კონკურსში ვმონაწილეობდი და ბევრჯერ გავიმარჯვე კიდეც. ყველაზე კარგად მახსენდება ერთ-ერთი წარმატება, რის შემდეგაც მე და მომღერალი თამუნა მიქელაძე ამერიკაში გაგვიშვეს; ჯერ გვითხრეს, რომ საქველმოქმედო კონცერტზე უნდა გვემღერა, მაგრამ გარდა ამისა, ბევრ საღამოში მოგვიხდა მონაწილეობა. ნიუ-იორკში, კონცერტი იმ დარბაზში გავმართეთ, სადაც ერთ დროს მაიკლ ჯექსონი მღეროდა. ვიმღერეთ ვაშინგტონსა და ფლორიდაშიც. სამჯერ მოსკოვშიც ვიყავი და კიდევ, იტალიაში. საკმაოდ წარმატებული და ბევრის მომცემი გასტროლები იყო.

- ამერიკული მოგზაურობიდან ყველაზე კარგად რა გახსენდება?

- ის დრო, რომელიც იქ გავატარე, არ მეყო და წასვლას კიდევ ვაპირებ. ყველაზე მეტად "დისნეილენდი" დამამახსოვრდა... კონცერტი ვაშინგტონის ერთ-ერთ უდიდეს პარკში გავმართეთ ზუსტად იმ დღეს, როცა ჩემი დაბადების დღე გახლდათ. სიმღერა რომ დავასრულე, კონცერტის ორგანიზატორებმა ტორტი მომართვეს. ყველა მილოცავდა. ამერიკელები ძალიან თავისუფალი და თბილი ხალხია.

- გარდა სიმღერისა, ბავშვობაში რით იყავი დაკავებული?

- სწავლასაც ვასწრებდი, ფეხბურთის თამაშსაც და ხულიგნობასაც (იღიმება)... 2006 წელს "იმედის ტალღის" ფინალისტი და ერთ-ერთი პრიზიორი გავხდი. მერე ამიყვანეს დრამატულ თეატრში და ცოტა ხანში "ქეთო და კოტეც" დაიდგა. ჩემი კარიერა ბათუმში დაიწყო. იქ ვისწავლე ყველაფერი, რაც მუსიკას ეხება. იყო პერიოდი, როცა შემოქმედებითი თვალსაზრისით ჩემს ცხოვრებაში არაფერი ხდებოდა, მაგრამ მე მაინც რაღაცას ვცდილობდი, თავს არ ვზოგავდი, რადგან ვიცი, რომ სიმღერას სიზარმაცე არ უხდება; ვმუშაობდი საკუთარ თავზე, სხვადასხვა ჯგუფთან ერთად. ჰოდა, ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო, მოვხვდი გენიალურ სპექტაკლში, გენიალურ ჯგუფთან ერთად.

- ვიდრე რაიმეს მიაღწევდი, ალბათ უამრავი სიძნელის გადალახვა მოგიხდა.

- სიძნელეს ყოველთვის სიძნელე მოსდევდა და დღემდე ასე გრძელდება. თუმცა, არა უშავს, გადაულახავი არაფერია, პირიქით - რაც უფრო დიდი დაბრკოლების წინაშე დგახარ, მისი გადალახვა მით უფრო მეტად გინდება. ასე რომ, სირთულეები არ მაშინებს.

- ოჯახი როგორ შეხვდა შენს მუსიკალურ და სამსახიობო კარიერას?

- ჩემს ოჯახში მომღერალი არავინ არის, თუმცა, მამაჩემის გარდა, სმენა ყველას აქვს (იღიმის). მშობლები ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემდნენ და დღესაც ასეა. მათგან რჩევებს ყოველთვის ვიღებ. სხვათა შორის, დიპლომატიურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მესამე კურსზე ვიყავი, ვოკალზე რომ ჩავაბარე.

- მიუხედავად ამდენი წარმატებისა, ხალხმა მაინც სპექტაკლიდან - "ქეთო და კოტე" გაგიცნო. ეს პროექტი მგონი, შენთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.

- გეთანხმები, ხალხმა ამ სპექტაკლიდან გამიცნო. პროექტმა იმაში დამარწმუნა, რომ ყველაზე მთავარი თავმდაბლობაა. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას უნდა შესციცინებდე. უბრალოდ, მიკვირს იმ ადამიანების, ვინც ერთ ნოტს "ამოაყროყინებს" და თავი ელვის პრესლი ჰგონია.

- ნიკო, კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებაზე არ გიფიქრია? რაიმე კარგი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ხომ არ გაქვს?

- ამა თუ იმ კონცერტში მონაწილეობას მთავაზობენ და მეკითხებიან: ერთ სიმღერაში რამდენ ლარს ითხოვო? ასევე, კლიპის გადაღებასა და სიმღერის ჩაწერასაც მთავაზობენ. საზღვარგარეთიდანაც იყო შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, თუმცა ამ ეტაპზე, საქართველოში დარჩენა ვამჯობინე, მაგრამ მომავალში მუსიკალური კარიერის ევროპაში გაგრძელებას ნამდვილად ვაპირებ. მიმაჩნია, რომ ჯერ რაღაც-რაღაცების სწავლა კიდევ მჭირდება.

- სპექტაკლებში რამდენად ხშირად მონაწილეობ?

- პროფესიით მსახიობი არ ვარ. უბრალოდ, რადგან ბავშვობიდან სხვადასხვა სპექტაკლში ვთამაშობდი, რაღაცები ვისწავლე. ისეთ რეჟისორებთან მიმუშავია, როგორებიც არიან: ბატონი გიზო ჟორდანია, გიორგი თავაძე, დავით დოიაშვილი. ველოდები, როდის აღდგება ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რათა კიდევ რომელიმე გმირი განვასახიერო.

- დროის უმეტეს ნაწილს ბათუმში ატარებ?

- ხან ბათუმში ვარ, ხან - თბილისში. ახლა აჭარის ტელევიზიაში ვმუშაობ - გენერალური მუსიკალური პროდიუსერი ვარ და აქედან გამომდინარე, ძირითადად, ბათუმში მიწევს ყოფნა.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

- მეგობრები, ბილიარდი, ვისკი, ხანდახან კომპიუტერული თამაშები. კიდევ სხვა რაღაცებით ვერთობი, რისი დაწერაც არ შეიძლება.

- ჭორებზე როგორ რეაგირებ ხოლმე?

- ჭორები? - მომწონს!

- მაშინ, შენი და სოფო ნიჟარაძის რომანის შესახებ გავრცელებული ამბავიც მოგეწონებოდა...

- უსაქმურებმა გადაწყვიტეს, ეჭორავათ და სპექტაკლიდან - "ქეთო და კოტე" გააკეთეს "ნიკო და სოფო". მე და სოფოს მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. საერთოდ, კონფლიქტური ადამიანი არ ვარ და ძალიან იშვიათად ხდება, ვინმეს მიმართ ცუდი დამოკიდებულება რომ მქონდეს.

- შენი პირველი პაემანი თუ გახსოვს?

- ეს "ათასი" წლის წინ იყო, ბათუმის პარკში. ეს მოწონება სულ რაღაც, ორი კვირა გაგრძელდა. თუმცა, ის ამბავი მაინც, სასიამოვნოდ მახსენდება.

- ახლა არ ხარ შეყვარებული?

- პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ მიყვარს. ისე კი გეტყვით, რომ მანდილოსანი, რომელიც მომეწონება, უნდა იყოს ძლიერი, მოწესრიგებული, საღად მოაზროვნე. ქალში მიყვარს სილამაზე, შარმი და სექსუალურობა. თმის ფერს და ასეთ დეტალებს მნიშვნელობა არ აქვს. ქალმა ერთი შეხედვით უნდა მიგიზიდოს.

- როგორც ვიცი, 15 აპრილს ბათუმში სოლო კონცერტი გქონდა...

- სიმართლე გითხრა, სოლო კონცერტის გამართვა ჩემი იდეა არ იყო, მაგრამ როცა შემომთავაზეს, საკუთარ თავს ვუთხარი: რატომაც არა-მეთქი?! არის ასეთი "ივენთ გრუპი" - B.I.H, სადაც ჩემი საღამო შედგა. მსმენელმა და მეც ძალიან ვისიამოვნეთ.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- კლიპის გადაღებას ვაპირებ. ასევე მინდა, მუსიკალურად დავეხმარო იმ არხს, სადაც ვმუშაობ. კონცერტებიც მექნება... დაბოლოს, მინდა გითხრათ: "ადამიანი, მაშინ ხდება კრიტიკოსი, როდესაც არტისტად გახდომის ყველა შანსს კარგავს ზუსტად იმ ჯარისკაცების მსგავსად, ჯარისკაცობა რომ აღარ შეუძლიათ და ინფორმატორები ხდებიან"...

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება