რას ეტყ­ო­და გია ნი­კო­ლა­ძე პრე­ზი­დენტს

რას ეტყ­ო­და გია ნი­კო­ლა­ძე პრე­ზი­დენტს

ავ­ტორ­-შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, მუ­სი­კო­სი, ოთ­ხი ძმის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფის "ნი­კოლ შო­უს" ერ­თ-ერ­თი წევ­რი გია ნი­კო­ლა­ძე "ფსი­ქოს" შე­კითხ­ვებს პა­სუ­ხობს.

- რა პრო­ფე­სი­ის ბრძან­დე­ბით?

- ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. თუმ­ცა თა­ვი­დან­ვე ვხუმ­რობ­დი, ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე კი არა, სამ­წერ­ლო-­სა­პო­ე­ტოზე ვსწავ­ლობ­დი-­მეთ­ქი (ი­ცი­ნის), რად­გან ჯერ კი­დევ სკო­ლის ასა­კი­დან ვწერ­დი. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუტ­ში ავიყ­ვა­ნე ჯგუ­ფი და კი­ნო­რე­ჟი­სუ­რას და რეკ­ლა­მის კე­თე­ბას ვას­წავ­ლი­დი.

- სხვა რო­მე­ლი პრო­ფე­სია გი­ზი­დავთ?

- სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიქ­ნე­ბო­დი მკვლე­ვა­რი, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებს.

- პირ­ველ რიგ­ში, რას გა­მო­იკ­ვლევ­დით?

- ვფიქ­რობ, თა­ვის დრო­ზე გად­მომ­წერ­ლებ­მა რა­ღაც­-რა­ღა­ცე­ბი არას­წო­რად გად­მოგ­ვი­წე­რეს და ბევ­რი რამ დაგ­ვი­მა­ლეს. მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ იყო მოწყ­ო­ბი­ლი ედე­მი ისე, რომ ერთ მინ­დორ­ზე ძოვ­და მგე­ლი და კრა­ვი და ა.შ. (ი­ღი­მის), ასე­ვე ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ოქ­როს ვერ­ძის შე­სა­ხებ და ა.შ.

- ქა­ლი თუ ღვი­ნო?

- ეს იგი­ვე­ა, მჭა­დი ჯო­ბია თუ ყვე­ლი­ო, რომ მკითხ­ოთ. ქა­ლი და ღვი­ნო ერ­თად არის კარ­გი. თუმ­ცა, თუ საქ­მე ასარ­ჩე­ვად გა­მიხ­დე­ბა, ქალს ავირ­ჩევ. ქე­ი­ფი და ტრა­დი­ცი­უ­ლი სუფ­რა მარ­თლაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. არც თა­მა­და მიშ­ლის ნერ­ვებს, რად­გან თა­მა­და უფა­ლი­ა!

- მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩიმ სა­სიყ­ვა­რუ­ლო წე­რი­ლი რომ მოგ­წე­როთ და რომ­ში დაგ­პა­ტი­ჟოთ, რას უპა­სუ­ხებ­დით?

- უვი­დეტ რიმ ი უმე­რეტ!

- კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის დე­პარ­ტა­მენ­ტი რომ ჩა­გა­ბა­როთ, რას გა­ა­კე­თებ­დით ამ სფე­რო­ში?

- და­ვა­წე­სებ­დი დღე­სას­წა­ულს - "დე­და­მი­წა ცოცხ­ა­ლია და ნუ გვი­მა­ლავთ, ფა­რი­სევ­ლე­ბო", რო­მელ­ზეც შეს­რულ­დე­ბო­და ამ თე­მა­ტი­კი­სად­მი მიძღ­ვნი­ლი ახა­ლი ან უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი, ლექ­სე­ბი, ცეკ­ვე­ბი, სპექ­ტაკ­ლე­ბი და ა. შ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვენს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­სას­წრე­ბად ჯე­იმს კა­მე­რო­ნი, ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რი­ო, ელ გო­რი და კი­დევ არა­ერ­თი ვარ­სკვლა­ვი გვეს­ტუმ­რე­ბო­და, რად­გან ამ თე­მით არი­ან გა­ტა­ცე­ბულ­ნი! მა­იკლ ჯექ­სო­ნიც, ცოცხ­ა­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, სი­ხა­რუ­ლით ჩა­მო­ვი­დო­და.

- სე­რე­ნა­და თუ გიმ­ღე­რი­ათ ოდეს­მე?

- ვიდ­რე ჩემს ნა­ტუ­ლი­კოს ცო­ლად მო­ვიყ­ვან­დი, შუა ღა­მით მი­ვა­დე­ქი ჩემს ძმა­კა­ცებ­თან ერ­თად და ფან­ჯრებ­თან ვუმ­ღე­რეთ სე­რე­ნა­და. ამ ამ­ბავს ახ­ლაც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიხ­სე­ნებთ.

- რას აჩუ­ქებ­დით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს?

- სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს ჩემს პო­ე­მას - "ქართ ზღა­პა­რი ანი-­ბა­ნი" ვა­ჩუ­ქებ­დი და ვეტყ­ო­დი, რომ ყუ­რადღ­ე­ბით წა­ე­კითხ­ა, შე­იძ­ლე­ბა რა­მე­ში გა­მოდ­გო­მო­და!

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - საკ­მა­ოდ თა­ვი­სე­ბუ­რი და პრინ­ცი­პუ­ლი ადა­მი­ა­ნი­ა. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას დი­დი ფიქ­რის შემ­დეგ იღებს. ერთგული და უღალატო მე­გო­ბა­რი­ა.

ესაუბრა ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება