ჯონ გალიანო სკოლის მასწავლებლად მუშაობს

ჯონ გალიანო სკოლის მასწავლებლად მუშაობს

დიზაინერი ჯონ გალიანო დიზაინის ამერიკული სკოლის, Parsons-ის მასწავლებელი გახდა. სრულ სამუშაო განაკვეთზე საუბარი ჯერ არ არის, მაგრამ მის მასტერ-კლასებზე დასასწრებად მსურველები უკვე რიგში დგანან.

Show Me Emotion -  ასე ჰქვია გალიანოს სამდღიან სემინარს, რომლის დროსაც დიზაინერი მსმენელს აუხსნის, რა როლს თამაშობს ემოცია მოდის პრაქტიკაში.

Parsons-ის დეკანი საიმონ კოლინზი არ მალავს, რომ ძალიან უყვარს გალიანოს შემოქმედება.

გალიანოს ახალ სამსახურს მოდის ბიზნესში სხვადასხვანაირად შეხვდნენ. მოდის სამყაროს ზოგ წარმომადგენელს ეს ამბავი გაუხარდა, ზოგიც უკმაყოფილო დარჩა.

”დადასტურდა ხმები იმის შესახებ, რომ Parsons-ში ასწავლის. ალბათ, მოსწავლეებს ანტისემიტიზმს და კოლექციაზე მუშაობისას კოკაინის გამოყენებას ასწავლის”, - აცხადებენ მოდის ბიზნესის კულუარებში.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება