ბიონსეს დიზაინერი დავით კომახიძე - ”მას სურს ძლიერი და მგრძნობიარე გამოჩნდეს”

ბიონსეს დიზაინერი დავით კომახიძე - ”მას სურს ძლიერი და მგრძნობიარე გამოჩნდეს”

ქართველი დიზაინერი დევიდ კომა, იგივე დავით კომახიძე, 2009 წლიდან ვარსკვლავ ბიონსესთან მუშაობს და მომღერლის სასცენო თუ წითელი ხალიჩისთვის განკუთვნილი სამოსების დიზაინს ქმნის.

ბიონსემ ცოტა ხნის წინ დაიწყო მსოფლო ტურნე Mrs. Carter Show. მის სასცენო კოსტუმებზე დიზაინერთა მთელი არმია და მათ შორის, დავიდ კომაც მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ტურნე სულ ახალი დაწყებულია, თუმცა შოუსთვის განკუთვნილმა სამოსმა უკვე მიიქცია ყურადღება.

დევიდმა მომღერლის და მისი მოცეკვავეების კოლექტივისთვის მთელი კოლექცია შექმნა. ამ სასცენო კოსტუმზე მუშაობის დროს მისი შთაგონების წყარო ვალტრონის (ჩასაბერი საკრავი) სტრუქტურა გახდა.

"ჩვენ შევისწავლეთ ჩასაბერი ინსტრუმენტები და კოსტუმები ვალტრონის ელემენტებით გავაფორმეთ, რომელიც ლაზერით ამოვჭერით", - განაცხადა ქართველმა დიზაინერმა.

კოსტუმები შექმნილია აბრეშუმის ჯერსისგან, რომელიც შავ და ოქროსფერ ფერებშია გადაწყვეტილი და გაფორმებულია ტყავის დეტალებით.

"ეს სწორედ ისაა, რაც მას უყვარს. მისი პრიორიტეტი ხომ ასეთია - ჩანდეს ძლიერი და მგრძნობიარე ქალი", - ამბობს დავით კომახიძე.

მომზადებულია Grazia Daily-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება