ენ ჰეთევეი იმიჯის გამო მეგობარს ღალატობს

ენ ჰეთევეი იმიჯის გამო მეგობარს ღალატობს

ცნობილი მსახიობი ენ ჰეთევეი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გემოვნებითა და სტილით კოლეგებს არ ჩამოუვარდეს და ამისთვის რადიკალურ გადაწყვეტილებებზეც არ ამბობს უარს. როგორც ჟურნალი America’s Star-ი იტყობინება, ენმა გადაწყვიტა, თავისი ერთგული ოთხფეხა მეგობარი ლაბრადორი ჰოლივუდის ვარსკვლავისთვის "უფრო შესაფერის“ შინაურ ცხოველზე გაცვალოს.

"მას არ შეუძლია იმ ძაღლს ეთამაშოს, რომელიც უკვე დაბერდა და ნახევრად მკვდარია. ეს არ ჯდება გლამურის ფარგლებში და "ოსკარის“ ლაურეატს სულაც არ უხდება. ენი გამუდმებით ცდილობს ისე გამოიყურებოდეს, როგორც მისი დონის ვარსკვლავს შეჰფერის. ენის მეგობრები ნერვიულობენ. ხშირად საკუთარ იმიჯზე ზრუნივით ისეა გართული, რომ ყველაფერი, მათ შორის ადამიანებიც კი აღარაა მისთვის მნიშვნელოვანი“, - წერს America’s Star-ი.

მომზადებულია America’s Star-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება