ამერიკელებმა რობოტი-ჯარისკაცი გამოიგონეს

ამერიკელებმა რობოტი-ჯარისკაცი გამოიგონეს

ცნობილმა ამერიკულმა კომპანია Boston Dynamics-მა რობოტ PETMAN-ის გამოცდის ვიდეოჩანაწერი წარმოადგინდა. "სხეულის" აგებულების ფორმითა და მოხერხებულობით, რობორტი რეალურ ადამიანს ძალიან წააგავს.

PETMAN არ არის საბრძოლო რობოტი, თუმცა სამხედრო მიზნებით გამოსაყენებლადაა გამიზნული. ათობით დეტექტორის, თანამედროვე სისტემებისა და კომპიუტერული უზრუნველყოფის გამოყენებით, რობოტი ადამიანის ფიზიოლოგიას პრაქტიკულად სრულად იმეორებს. PETMAN-ის მოძრაობისას მითვის ხელის წარტყმის შემთხვევაშიც კი, რობოტი მოძრაობას განაგრძობს.

რობოტის პირველი პროტოტიპი ჯერ კიდევ 2009 წელს წარმოადგინეს. თუმცა მაშინ მას მხოლოდ ქვედა კიდურების გადაადგილების უნარი ქონდა. რობოტის ამჟამინდელი ნიმუში გაცილებით სრულყოფილია. PETMAN გადაადგილებისა და მობილურობის დიდი უნარით გამოირჩევა. მას სწორ და უსწორმასწორო ზედაპირებზე როგორც სიარულით, ასევე სირბილით გადაადგილება, კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლა და მცირე სიმაღლის ბარიერების გადალახვა შეუძლია. მომავალში კომპანია Boston Dynamics-ის სპეციალისტები რობოტის გამოყენებას სხვადასხვა სახისა და დანიშნულების სამხედრო აღჭურვილობის გამოცდისას აპირებენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topnews.ru-ს მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე