ჯენიფერ ლოურენსს ბილ კლინტონის სახელი დაავიწყდა

ჯენიფერ ლოურენსს ბილ კლინტონის სახელი დაავიწყდა

ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ძალიან ნერვიულობს - დაჯილდოების დროს ხან კიბეზე ეცემა, ხან კაბა ეხევა და ხანაც ტექსტს ვერ კითხულობს. ამჯერად GLAAD Media Awards-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალზე "გამოიჩინა თავი".

ლოს-ანჯელესში გამართულ ღონისძიებაზე ჯენიფერმა ამერიკის შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტს ჯილდოს მისაღებად უხმო, თუმცა კლინტონის სახელი დაავიწყდა.

"მოხარულნი ვართ, ჯილდო გადავცეთ პრეზიდენტ გლიბს", - განაცხადა მსახიობმა. თუმცა, საკუთარ შეცდომას მალევე მიხვდა - "ბილ კლინტონს".

უხერხული სიტუაცია თავად კლინტონმა განმუხტა თავისი ხუმრობით: "არ ვიცი, რატომ მოიქცა ჯენიფერი ასე. ალბათ, ის 2 წლის იყო მე რომ პრეზიდენტად ამირჩიეს".

იხილეთ ვიდეო: ჯენიფერ ლოურენსს ბილ კლინტონის წარდგენისას, მისი სახელი დაავიწყდა

მომზადებულია accesshollywood.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება