ქეთა თოფურიას 5 საყვარელი ნივთი

ქეთა თოფურიას 5 საყვარელი ნივთი

რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა და "ა სტუდიოს" სოლისტმა ქეთა თოფურიამ, მისი საყვარელი ნივთების ტოპ-ხუთეული უკრაინულ გამოცემა bestin.ua-ს გაუმხილა.

1. Prada-ს ფეხსაცმელი

ამ ფეხსაცმელს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი. როგორც კი ჩნდება მაღაზიაში, მაშინვე ყიდულობენ. მაგრამ ერთხელ მოსკოვის ერთ-ერთ მაღაზიაში შევედი და ზუსტად ეს მოდელი დავინახე და მაშინვე შევიძინე. ძალიან მიყვარს ასეთი კომფორტული ფეხსაცმელი. ქუსლიანი ფეხსაცმელებისგან, რომლებიც სცენაზე გამუდმებით მაცვია, ძალიან ვიღლები, სწორედ ამიტომ ყოველდღიურ ცხოვრებაში სპორტულ და მოსახერხებელ ფეხსაცმელს ვანიჭებ უპირატესობას.

2. Rolex-ის საათი

გამუდმებით ვატარებ საათს. უნდა ვაღიარო, რომ ძალიან ბევრი მაქვს. მაგრამ ეს ჩემი საყვარელია. ეს საათი კომბინირებული ფერისაა, ამიტომ უხდება როგორც ვერცხლისფერ, ისე ოქროს სამკაულებს.

გარდა ამისა, მომწონს, რომ უნისექს სტილისაა. მართალია ჩემს კოლექციაში არის ქვებით გაწყობილი, სხვადასხვა საინტერესო სამაჯურებით გაფორმებული საათები, მაგრამ ეს საათი რატომღაც მაინც ყველაზე მეტად მიყვარს.

3. iPhone-ი

ტელეფონი - ეს ის ნივთია, რომელსაც არასდროს ვშორდები! იმ დროს, როდესაც არ იჭერს, მაგალითად თვითმფრინავში, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მარჯვენა ხელი არ მაქვს. მასში მაქვს კომპიუტერიც და ჩანაწერების წიგნიც და მთელი ჩემი ცხოვრება. სწორედ ამიტომ, როდესაც გაჩნდა ისეთი ტელეფონი, როგორიც iPhone-ია, რომელსაც შეეძლო ბევრი ფუნქციის შეთავსება, უბრალოდ შემიყვარდა ეს გაჯეტი. დღეს უკვე არ მესმის, როგორ უნდა გამოიყენო სხვა ტელეფონი.

4. Queensbee-ის ბეჭედი

ეს ბეჭედი ჩემი საყვარელი ბრენდის Queensbee-საა - ისინი ძალიან საინტერესო სამკაულებს აკეთებენ და ძვირფასი ქვებით აფორმებენ. ეს ბეჭედი ვერცხლისაა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, ასე ეფექტურად ბიჟუტერია გამოიყურება. მაგრამ ბიჟუტერიას, ყველაზე ლამაზ და ძვირფასსაც კი ვერ ვიკეთებ, ვინაიდან ალერგია მაქვს.

მართალია ძალიან მიყვარს ბეჭდები, თუმცა ხშირად ხელს მიშლიან, მაგრამ ამ ბეჭედს თითქმის არასდროს ვიხსნი. გარდა ამისა, მომწონს, რომ თითზე ბოლომდე არ კეთდება.

5. Chanel-ის ჩანთა.

ეს ჩანთა ჩემთვის ძალიან ძვირფასი ნივთია, რადგან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი. ეს მოდელი ახლა ძალიან ტრენდულია. ჩანთა ორ ფერშია გადაწყვეტილი. სწორედ ასეთი კომბინაცია - ვერცხლისფერში, ყველაზე რთული საპოვნელი იყო.

მე ბედმა გამიღიმა და ის ნიუ-იორკის ერთ-ერთ მაღაზიში აღმოვაჩინე, სადაც მთელს მსოფლიოში ასეთი ფერის ერთადერთი ეგზემპლარი იყო დარჩენილი. როდესაც ნიუ-იორკიდან გამომიგზავნეს, ძალიან ბედნიერი ვიყავი, ახლა მას მოგზაურობის დროსაც კი არ ვშორდები. და ეს ყველაფერი იმის მიუხედავად, რომ ყოველთვის მიყვარდა დიდი, ტევადი ჩანთები.

მომზადებულია bestin.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება