ქსენია სობჩაკმა ირინა შეიკი შტერად გამოიყვანა

ქსენია სობჩაკმა ირინა შეიკი შტერად გამოიყვანა

ქსენია სობჩაკის ენამწარობისა და ცინიკოსობის ამბავი კარგა ხანია ცნობილია. მისი მწარე ენა ქართველ თინა კანდელაკსაც არაერთხელ უგემია, თუმცა უნდა ვაღიარო, თინას კარგად უპასუხია. სობჩაკმა მარტო მიხეილ სააკაშვილზე არ თქვა არაფერი ცუდი, თბილისში რომ იყო ჩამოსული. საინტერესოა, ასეთი რა პატივი სცა ჩვენმა პრეზიდენტმა, რომ თვით მრავლისმთქმელი ქსენიაც კი დაადუმა.

თუმცა დავუბრუნდეთ მოსაყოლ ამბავს. მოსკოვში რამდენიმე დღის წინ გაიმართა პრემიის "ყველაზე გემოვნებიანები რუსეთში" გადაცემის ცერემონია. სწორედ ამ ცერემონიაზე სკანდალური პროვოკატორის ირონიის მსხვერპლი ცნობილი ტოპმოდელი ირინა შეიკი გახდა. ირინა სობჩაკს მას მერე ჰყავდა მიზანში ამოღებული, რაც ცნობილი მოდელი მის ნაცვლად აიყვანეს შოუს "ტოპმოდელი რუსულად" წამყვანად.

ამჯერად სობჩაკს ცერემონია მიჰყავდა. "ყველაზე გემოვნებიანი ქალბატონის" ჯილდოს ასაღებად სცენაზე ირინა შეიკი ავიდა - გულამოღებული ეფექტური შავი კაბით, რომლითაც ალბათ თვალები კიდევ უფრო მოსჭრა ქსენიას და ენამწარეობის სურვილიც გაუმძაფრა.

როგორც კი მოდელი ჯილდოს დასწვდა, სობჩაკმა არც აცია, არც აცხელა და ჰკითხა: "მითხარით, ირინა, დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო თუ მზე დედამიწის გარშემო?"

ეს ჩვენი მშვენიერი და ჩამოსხმული ირინა მთლად დაიბნა, მაგრამ თავი არ გასცა და მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ უპასუხა: "მეორე".

"როგორც ჩანს, სილამაზისა და სტილის კონკურსის ყველა გამარჯვებულისთვის ეს ყველაზე უხერხული შეკითხვაა", - ყიჟინა დასცა ქსენიამ ცერემონიის შემდეგ "ტვიტერში".

ირინას მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია, ალბათ, ბევრიც არ უდარდია. ცერემონიის მერე ბანკეტზე კარგად გაერთო და თქვენ წარმოიდგინეთ, ხინკალიც კი დააგემოვნა. ხინკალთან გადაღებული "საპატიო" ფოტო ირინამ თავის ოფიციალურ გვერდზეც განათავსა და თავი მოიწონა.

dj ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება