ჯასტინ ბიბერის ბაბუა შიმშილობს

ჯასტინ ბიბერის ბაბუა შიმშილობს

ჯასტინ ბიბერის ბებიასა და ბაბუას თავი ძლივს გააქვთ და იმედს არ კარგავენ, რომ შვილიშვილი მათ არსებობას გაიხსენებს. ამაზე ჯასტინის ბაბუა მამის მხრიდან, ჯორჯ ბიბერი საუბრობს.

"შეიძლება ჯასტინის ქონება მართლაც შეფასებულია 70 მლნ ფუნტ სტერლინგად, მაგრამ ჩვენ შვილიშვილისგან ერთი პენიც კი არ მიგვიღია! ვერც კი წარმომიდგენია, რამდენს შოულობს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სხვადასხვა პლანეტებზე ვცხოვრობთ. ისიც კი არ ვიცი, ვახსოვართ თუ არა", - აცხადებს თინეიჯერი მომღერლის ბაბუა.

ჯორჯს წელი სტკივა და სამსახურს ვერ შოულობს. მისი მეუღლე კვირაში 40 საათს მუშაობს. მოხუცები თითქმის შიმშილობენ და საშინელ პირობებში ცხოვრობენ.

ჯორჯი წუხს არა მხოლოდ იმაზე, რომ შვილიშვილი მათ ყურადღებას არ აქცევს, არამედ მომღერლის ქცევებზეც.

"როდესაც მესმის, თუ როგორ იქცევა ხალხში, ვფიქრობ: "ღმერთო ჩემო, ეს ის ბიჭი არაა, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით!" - აცხადებს პოპ-ვარსკვლავის ბაბუა.

მომღერლის წარმომადგენლებს ამ ამბის გახმაურების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა ცნობილია, რომ ბიბერს მხოლოდ დედა ზრდიდა და მამის მხრიდან ნათესავებს მონაწილეობა არ მიუღიათ ბავშვის აღზრდაში. 

მომზადებული The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება