ბენ აფლეკი დღეში 1.5 დოლარით ცხოვრობს

ბენ აფლეკი დღეში 1.5 დოლარით ცხოვრობს

მიუხედავად მისი ჰოლივუდური ჰონორარებისა, ბენ აფლეკმა გადაწყვიტა 5 დღის განმავლობაში მხოლოდ 7.5 დოლარით იცხოვროს.

ბენი საქველმოქმედო ორგანიზაცია Live Below the Line-ს შეუერთდა, რომელიც 29 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით უცნაურ აქციას ატარებს. ადამიანები, რომლებიც მასში იღებენ მონაწილეობას, ვალდებულნი არიან დღეში სასმელსა და საჭმელზე მხოლოდ 1.5 დოლარი დახარჯონ.

"1.4 მილიარდი ადამიანი დოლარნახევარზე ნაკლები სახსრებით ცხოვრობს. მე შევუერთდი Live Below the Line-ს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით. თქვენ?", - დაწერა აფლეკმა "ტვიტერზე".

ეს მსახიობისა და რეჟისორის ცხოვრების ერთადერთი სიახლე არაა. 26 მაისს ვარსკვლავს სახვით ხელოვნებაში დოქტორის ხარისხს ბრაუნის უნივერსიტეტი მიანიჭებს.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება