ჩინელ გენერლებს რიგითებამდე ჩამოაქვეითებენ

ჩინელ გენერლებს რიგითებამდე ჩამოაქვეითებენ

ჩინეთის ახალი ლიდერი სი ცზინპინი საკუთარი არმიის რეფორმირებას შეუდგა. მისი ბრძანებით, არმიის ყველა გენერალი და უფროსი ოფიცერი ორი კვირა რიგითის წოდებით იმსახურებს. ბრძანება ვიცე-პოლკოვნიკსა და ყველა ზემდგომ სამხედრო წოდებას ეხება. აღნიშნული გადაწყვეტილება ჩინეთის არმიაში საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების კამპანიის ფარგლებში მოქმედებს.

მსგავსი მეთოდისთვის ჩინეთში უკვე 55 წლის განმავლობაში არ მიუმართავთ. მაღალი წოდებების მქონე სამხედრო პირების დროებითი ჩამოქვეითების იდეა მაო ძედუნს ეკუთვნის. 1958 წელს მაოს ბრძანებით გენერლები და უფროს ოფიცერთა შემადგენლობა ერთი თვის განმავლობაში რიგითებამდე უნდა ჩამოექვეითებინათ. მსგავსი პოლიტიკით მაო შეიარაღებულ ძალებზე კონტროლის გამყარებას ცდილობდა. თუმცა "წოდებრივ როქს" ბევრი გენერლის თანამდებობა შეეწირა.

სი ცზინპინის გადაწყვეტილებას ჩინეთის სამხედრო და სამოქალაქო წრეებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პირველ რიგში ყველას აინტერესებს, როგორ მოერგებიან ფუფუნებასა და განცხრომას შეჩვეული ჩინელი მხედარმთავრები ყოველდღიურ სამწყობრო მომზადებას, ყაზარმების დალაგება-დასუფთავებას და ვარჯიშს.

დღეს ჩინურ არმიაში კარიერული წინსვლა უპირველესად ნაცნობობასა და ოჯახის საზოგადოებრივ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, არმიის ხელმძღვანელი პირების გარკვეულმა ნაწილმა კარიერულ კიბეზე ისე სწრაფად აირბინა, რომ ჯარის სირთულეები არ უგრძვნია. დისციპლინა, კორუფცია და ოფიცრებსა და რიგითებს შორის არსებული "უფსკრული" ჩინურ არმიაში სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე