ელტონ ჯონი ლედი გაგას უნდა დაუნათესავდეს

ელტონ ჯონი ლედი გაგას უნდა დაუნათესავდეს

ელტონ ჯონმა და მისმა მეუღლემ დევიდ ფერნიშმა ლედი გაგას მათი მეორე შვილის, სამი თვის ელაიჯას მონათვლა სთხოვეს.

ელტონ ჯონმა, რომელიც მისი შვილებისთვის ვარსკვლავურ მომავალს გეგმავს, განაცხადა, რომ ლედი გაგა ყველაზე კარგად გაარკვევს ბავშვებს სიყვარულში, ცხოვრებასა და შოუბიზნესში.

"ის ცხოვრებასა და კარიერაში ნამდვილად მისაბაძია. ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ზაქარისთვის უკვე შესანიშნავი ნათლიაა! ჩვენ ერთ სფეროში ვტრიალებთ, მაგრამ მშვენივრად გვესმის ერთმანეთის არა მხოლოდ პროფესიონალურ, არამედ ადამიანურ საკითხებში", - აღნიშნა სერ ელტონ ჯონმა.

ელტონმა მამობაზეც ისაუბრა.

"ძალიან მიყვარს დილაობით ჩემს შვილებთან ერთად საუზმობა. ისინი დილის შვიდის ნახევარზე იღვიძებენ და მე ეს საერთოდ არ მაღიზიანებს. საერთოდ ყველაფერი, რისიც ასე ეშინიათ - ბავშვების ყვირილი, ისტერიკები... ამაში ვერაფერ სავალალოს ვერ ვხედავ! პირიქით, ეს ყველაფერი შესანიშნავია! ერთი სული გვაქვს, როდის გავიგებთ კარგ ამბავს თავად ლედი გაგასგან!", - აღნიშნა ელტონ ჯონმა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება