კრისტი ყიფშიძე უკრაინის მოდის კვირეულზე მიიწვიეს

კრისტი ყიფშიძე უკრაინის მოდის კვირეულზე მიიწვიეს

ქართველი მოდელები დიდ გარჯაში არიან. ჯერ "თბილისის მოდის კვირეული" არ დასრულებულა და უკვე "უკრაინის მოდის კვირეულის" კასტინგისთვის ემზადებიან.

თბილისის მერვე მოდის კვირეული დღეს დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის მოდელების ჩვენებით იპოდრომის ტერიტორიაზე დაიხურება, ხოლო ხვალ ”უკრაინის მოდის კვირეული” მარჯანიშვილის გამზირზე მდებარე "იტალიურ გალერეაში" გაიხსნება.

როგორც "ამბები.გე"-სთან საუბრისას მოდელმა კრისტი ყიფშიძემ განაცხადა, ორდღიან ჩვენებებზე უკრაინელი დიზაინერები საკუთარ ნახელავს წარმოადგენენ. პოდიუმზე ავთანდილ ცქვიტინიძის მიერ შემქნილ ტანსაცმელში გამოწყობილი მოდელებიც გაივლიან.

უკვე გადაწეყვეტილია, რომ ერთ-ერთი მოდელი კრისტი ყიფშიძე იქნება, რომელიც უკრაინელი დიზაინერების ტანსაცმლით გაივლის პოდიუმზე.

მოდელების შესარჩევი კასტინგი დღეს ჩატარდება, რათა ხვალინდელი ჩვენებისთვის საინტერესო გარეგნობის მოდელები აირჩიონ.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება