ჯესიკა ალბა მშობიარობის შემდეგ კორსეტით დადიოდა

ჯესიკა ალბა მშობიარობის შემდეგ კორსეტით დადიოდა

ორი შვილის დედა და ჰოლივუდში ერთ-ერთი საუკეთესო ტანადობის მქონე ჯესიკა ალბა ჟურნალ Net-a-Porter-ის ახალი ნომრის მთავარი გმირი გახდა. ვარსკვლავმა გამოცემას ინტერვიუ მისცა და ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.

გამოცემასთან ჯესიკამ ორსულობის შემდეგ ფორმის შენარჩუნებაზე ისაუბრა. ალბამ აღიარა, რომ მშობიარობიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ელასტიური საცვლები ეცვა:

"რამდენიმე თვის განმავლობაში, დღე და ღამე ორმაგი კორსეტი მეცვა. ძალიან მცხელოდა, მაგრამ ღირდა", - აღნიშნა ჯესიკამ.

ანალოგიურად ცდილობდა ჯესიკა ტანადობის შენარჩუნებას პირველი ბავშვის გაჩენის შემდეგ. "ბავშის გაჩენის წუთიდან ბანდაჟს ვატარებდი. ეს იქამდე გაგრძელდა, სანამ არ ვიგრძენი, რომ აღარ ვიყავი ასეთი "მოცულობითი". ეს დაახლოებით ორი-სამი თვის შემდეგ მოხდა", - აღნიშნა ვარსკვლავმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება