ჰოლივუდის მსახიობი ჯონი დეპი ქერათმიანი ლამაზმანის, ემბერ ჰერდის დაბრუნებას ცდილობს. წყვილმა ერთმანეთი ფილმ "რომის დღიურის" გადაღებებზე გაიცნო. შესაბამისად, სატრფოს გულის მოსაგებად, საკუთარ სახლში იმ ბარის ზუსტი ასლი შექმნა, რომელიც "რომის დღიურში" გამოიყენეს.
"მან ბარი ბაჰამის კუნძულებზე არსებულ სასახლეში ააშენა, რომელიც ისევე გამოიყურება, როგორც "რომის დღიურების" ბარი. გეგმა ფილმის დეკორატორმა დახაზა",- ამბობს მსახიობის ახლობელი.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 26 წლის ბისექსუალმა ემბერმა დეპი საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დომინიკ დე ვილპენის ქალიშვილის, მოდელ მარიე დე ვილპენის გამო მიატოვა.
შეგახსენებთ, ჯონი ემბერის გამო მეუღლეს და საკუთარი შვილების დედას, ვანესა პარადის 14 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა.
მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.