ევა ლონგორია: "ქმართან განშორება რთულად გადავიტანე"

ევა ლონგორია: "ქმართან განშორება რთულად გადავიტანე"

ჰოლივუდის მსახიობმა, ევა ლონგორიამ დუმილი დაარღვია და ყოფილ მეუღლესთან, კალათბურთელ ტონი პარკერთან დაშორებაზე ტელეშოუში The Dr. Oz გულახდილად ისაუბრა.

ევამ განაცხადა, რომ პარკერთან დაშორების შემდეგ დეპრესიაში ჩავარდა და ნერვიულობისგან მადა დაკარგა.

"ტონისთან განშორება რთულად გადავიტანე. ქალისთვის ყველაზე რთული პარტნიორთან დაშორებაა. დეპრესიაში ჩავვარდი და არაფერს ვჭამდი, მხოლოდ ყავას ვსვამდი. მეგობრები მამხნევებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ განშორება არაფერია და მშვენივრად გამოვიყურები, მაგრამ თავს ცუდად ვგრძნობდი, ენერგია არ მქონდა", - განაცხადა ლონგორიამ.

შეგახსენებთ, ევამ და პარკერმა ერთმანეთი 2004 წელს გაიცნეს და 2007 წელს პარიზში დაქორწინდნენ. 2011 წლის 28 იანვარს კი ოფიციალურად განქორწინდნენ. რამდენიმე თვის წინ ევამ სვირინგი მოიშორა, რომელსაც კალათბურთელ ტონი პარკერის პატივსაცემად ატარებდა.

მომზადებულია The Dr. Oz-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება