უფროსი და უმცროსი ბუშები, ჯიმი კარტერი, ბილ კლინტონი და ბარაკ ობამა - ამერიკის 5 პრეზიდენტი ერთად 2009 წლის შემდეგ პირველად შეიკრიბნენ. მსგავსი მასშტაბის "საპრეზიდენტო თავყრილობა" პირველად 2009 წელს, ბარაკ ობამას ინაუგურაციის დღეს მოხდა.
25 აპრილს დალასში ჯორჯ ბუში-უმცროსის საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა. სწორედ ამ ღონისძიებაზე შეიკრიბნენ თეთრი სახლის ყოფილი და ახლანდელი ბინადრები. ყველა მათგანი გახსნას მეუღლესთან ერთად ესწრებოდა. პრეზიდენტები მოკლე სიტყვით გამოვიდნენ შეკრებილი საზოგადოების წინაშე.
საპრეზიდენტო ცენტრის გახსნას საქართელოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პირველი ლედი სანდრა რულოვსი ესწრებოდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პირველი პირი ღონისძიებას ჯორჯ ბუშისა და ლორა ბუშის პირადი მიწვევით დაესწრო.