"რასაც ახლა შენ ჩალიჩობ, არაკაცობაა''

"რასაც ახლა შენ ჩალიჩობ, არაკაცობაა''

''რას ვხედავთ ქართულ კონკურსებზე?! მიმბაძველი გოგონები აკეთებენ პაროდიას სტარებისა. მღერიან იმაზე, რაც არ განუცდიათ და არ უგრძნიათ და ჰგონიათ, რომ სწორად აღებული მაღალი ნოტი წარმატების გარანტიაა''. მინდა, იმ პოსტის შესახებ მოგითხროთ, რომელიც შალვა რამიშვილმა ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და ეკა კვალიაშვილის აღშფოთება გამოიწვია.

''კიდევ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რატომ არ მომწონს, როცა კარგი ვოკალური ტექნიკის მქონე დამწყები ქართველი მომღერლები ასრულებენ უიტნი ჰიუსტონის, გლედის ნაითის და სხვა სოულდივების სიმღერებს. რა არის მომღერლის ხიბლი?! მე ჩემს აზრს მოგახსენებთ:

მაგარია მომღერალი არა იმიტომ, რომ დიაპაზონი აქვს დიდი ან კარგად აკეთებს მელიზმებს ან დეტონაცია არ ეპარება და სწორად სუნთქავს. ამის სწავლა შეიძლება. ეს ამ საქმის ყველა სპეციალისტმა იცის. მაგარია მომღერალი მაშინ, როცა შესრულებისას ის შოუს აწყობს. როცა მას ესმის სიმღერის ხასიათი და ვოკალური დრამატურგიის და არტისტიზმის მეშვეობით გაჯერებს, რომ შესრულებისას ის განიცდის იმას, რასაც მღერის. რომ სიმღერა მისი ცხოვრების ამსახველი ნაწილია, რომ ის, რასაც მღერის არა მარტო ნოტებისაგან, არამედ ეგზისტენციური ვნებებისაგან შედგება. აი, ამიტომ იყვნენ მაგარი ზემოთ ჩამოთვლილი ვარსკვლავები.

რას ვხედავთ ქართულ კონკურსებზე?! მიმბაძველი გოგონები აკეთებენ პაროდიას სტარებისა. მღერიან იმაზე, რაც არ განუცდიათ და არ უგრძნიათ და ჰგონიათ, რომ სწორად აღებული მაღალი ნოტი წარმატების გარანტიაა. არადა, არც გარეგნობა აკლიათ და არც უსმენობას უჩივიან. მათ უნდა იმღერონ იმაზე, რაც თავს გადახდენიათ. იმღერონ იმ ენაზე, რომელზეც ისინი სიყვარულში უტყდებიან, რომლითაც ხუმრობენ, ილანძღებიან, ემოციებს გამოხატავენ.

ეს იმდენად ცხადია ჩემთვის, რომ მიკვირს, რატომ არ ასწავლიან აღნიშნულს კონკურსის მესვეურები''.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია www.reitingi.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება