ჰოლივუდის მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ მაჭანკლის ამპლუა მოირგო.
ვარსკვლავი აქტიურადაა ჩართული საკუთარი ვაჟის, 11 წლის მედოქსის პირად ცხოვრებაში. მედოქსი უკვე იყო პაემანზე ოჯახის მეგობრის შვილთან ერთად და პაემნით აღფრთოვანებულია.
"მედოქსი და მისი მეგობარი დაცვის წევრების თანხლებით ჯერ ჰამბურგერის საჭმელად წავიდნენ, შემდეგ კი კინოში. მას პაემანი ძალიან მოეწონა და დედას სთხოვს, მეორე პაემანზეც გაუშვას. მედოქსის მეგობარი გოგონა 12 წლისაა და ფეხბურთი უყვარს. მათ ტელეფონის ნომრები გაცვალეს და ერთმანეთს მესიჯებს უგზავნიან. ანჯელინა შვილს აკონტროლებს და ცდილობს, მედოქსის საქციელი ზღვარს არ გავიდეს", - განაცხადა ანჯელინას მეგობარმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.