რა პრობლემები შეექმნა პატრულთან მარკუს მეტრეველს

რა პრობლემები შეექმნა პატრულთან მარკუს მეტრეველს

ცოტა ხნის წინ, მომღერალმა მარკუს მეტრეველმა კოლეგებთან ერთად კახეთი "დალაშქრა". ტურნემ, როგორც თავად ამბობს, საინტერესოდ ჩაიარა. ყვარლის, თელავის, ახმეტისა და გურჯაანის მაყურებელს მომღერალი ძალიან თბილად იხსენებს, მაგრამ ჩვენ მომღერლისა და პატრულის ურთიერთობამ უფრო დაგვაინტერესა. თქვენმა ბუკლიკომ გაარკვია, რომ მარკუსს მართვის მოწმობა ჩამოართვეს.

- მარკუს, გავიგე, პატრულთან გქონია პრობლემები,...

- ყველაფერი ჩემი მანქანის დაბურული მინების ბრალია. ერთხელ გამაფრთხილეს. არ გავითვალისწინე, ვერ მოვახერხე მინების გაწმენდა. გაფრთხილებიდან 2 კვირის შემდეგ კონცერტი მქონდა. მე, ირმა სოხაძე და მარიკა თხელიძე მივდიოდით ჩემი მანქანით. პატრულმა გაგვაჩერა. დამცხა, გადმოვედით ეს პეროგარჭობილი, გაპრანჭულები მანქანიდან. ვთხოვე, ახლა გამიშვით და ნამდვილად მოვხსნი ამ მინებს-მეთქი. ქალბატონი ირმაც გადმოვიდა მანქანიდან. კატეგორიული უარი მითხრეს, მანქანა უნდა წავიყვანოთ, გადმობრძანდითო. დიდი ხვეწნის შედეგად მე მართვის მოწმობა ჩამომართვეს, 500-ლარიანი ჯარიმა გამომიწერეს და მარიკა თხელიძეს მისცეს უფლება, ემართა ჩემი მანქანა. დაჯდა მარიკა და მიგვიყვანა დანიშნულების ადგილზე.

- მართვის მოწმობა დაიბრუნე? როგორ გაგრძელდა შენი და პატრულის ურთიერთობა?

- ამის მერე ისევ დავჯექი საჭესთან, მე ხომ "ვერძი" ვარ, დაუმორჩილებელი. დიღმის გზატკეცილზე კვლავ გამაჩერა პატრულმა. მე უკვე ჩავაბარგე ნივთები, ჩავთვალე რომ აღარაფერი მიშველიდა და, ფაქტობრივად, ხელებაწეული გადმოვედი მანქანიდან. თან გასაღებს ვაწვდი, აბა, მე წავედი-მეთქი (იცინის). არ ვიცი რა მოხდა, ვიღაცამ დაურეკა ერთ-ერთს. ორი ეკიპაჟი იყო მოსული. აფორიაქდნენ, დამიბრუნეს პირადობა და გაიქცნენ.

- 19 აპრილს ხომ არ მოხდა ეგ ამბავი?

- მგონი (იცინის). ამას ჰქვია გამართლება, თორემ ახლა მანქანა აღარ მეყოლებოდა. ისე, იმდენი ჯარიმა გადავიხადე უკვე ამ მინების გამო, მგონი, პოლიციის ახალ შენობას გახსნიან ამ თანხით. ბოლოს და ბოლოს, დავმორჩილდი, გავაჩერე მანქანა და ტაქსით დავდივარ. ბოლო 500-ლარიანი ჯარიმაც გადავიხადე. ახლა უნდა დავწერო განცხადება და პატრულს შეწყალება ვთხოვო, იქნებ, დამიბრუნონ მართვის მოწმობა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება