ბოსტონის ტერაქტის მოსაწყობად გამოყენებულ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე ქალის დნმ-ს კვალი აღმოჩნდა

ბოსტონის ტერაქტის მოსაწყობად გამოყენებულ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე ქალის დნმ-ს კვალი აღმოჩნდა

ბოსტონის ტერაქტის მოსაწყობად გამოყენებული ორი ასაფეთქებელი მოწყობილობიდან ერთ-ერთზე ქალის დნმ-ს კვალი აღმოჩნდა. ამის შესახებ Usa today იუწყება.

სამართალდამცავებს ჯერ არ დაუდგენიათ, ვის ეკუთვნის აღმოჩენილი დნმ და ნიშნავს თუ არა ეს, რომ ცარნაევებს ტერაქტის მოწყობაში ქალი ეხმარებოდა.

ორშაბათს გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ტერაქტში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის, გარდაცვლილი ტამერლინ ცარნაევის ქვრივი, კატრინ რასელი დაკითხეს. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, მას დნმ-ის ნიმუში აუღეს. თუმცა, გამოძიების ფედერალური ბიურო ამ საკითხზე ჯერ ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს.

კატრინ რასელი ტამერლინ ცარნაევს ცოლად სამი წლის წინ გაჰყვა და გვარის გარდა, აღმსარებლობაც შეიცვალა - გათხოვებამდე მან უარი თქვა ქრისტიანობაზე და ისლამის მიმდევარი გახდა.

მომზადებულია Usa today-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა