დონატელა ვერსაჩე: "გენეტიკურად ასეთი გარეგნობის არ ვარ, უამრავ კრემს ვიყენებ"

დონატელა ვერსაჩე: "გენეტიკურად ასეთი გარეგნობის არ ვარ, უამრავ კრემს ვიყენებ"

57 წლის დიზაინერმა დონატელა ვერსაჩემ ჟურნალ Vogue-ს გულახდილი ინტერვიუ მისცა.

ვარსკვლავმა განაცხადა, რომ თმისა და კანის მოვლის პროცედურებში დიდ ფულსა და დროს ხარჯავს. დონატელას თქმით, ქალი სიმაღლის მიუხედავად, ქუსლებზე უნდა იდგეს და აღიარა, რომ არ ახსოვს ბოლოს როდის ეცვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას დაბალძირიანი ფეხსაცმელი. დონატელა ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქერა თმისა და კანის მოვლაა.

"მიყვარს მაღალი ქუსლები და ბრილიანტები. პირად მწვრთნელთან ერთად სპორტდარბაზში მუშაობა მას შემდეგ შევწყვიტე, რაც მომთხოვა, რომ სიგარეტის მოწევისთვის თავი დამენებებინა. გენეტიკურად ასე არ გამოვიყურები, უამრავ კრემს ვიყენებ", - განაცხადა დონატელამ.

მიუხედავად დონატელას მცდელობისა მუდამ ფორმაში იყოს, დიზაინერის გარეგნობას მძიმე შრომის წლებმა დაასვა დაღი, მისი გარეგნობა მრავალჯერადმა პლასტიკურმა ოპერაციებმა და სოლარიუმის სიყვარულმაც შეიწირა.

მომზადებულია Vogue-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება