ანრი ჯოხაძე - "აგუტინზე და ვარუმზე რომ დაიპუტავ ღერა-ღერა თმას, ეს ჩვენი ერის ტრაგედიაა"

ანრი ჯოხაძე - "აგუტინზე და ვარუმზე რომ დაიპუტავ ღერა-ღერა თმას, ეს ჩვენი ერის ტრაგედიაა"

ანრი ჯოხაძე დიეტაზეა. როდესაც რედაქციაში გვესტუმრა, შესამჩნევად დაგდებული წონის შესახებ ვკითხე და მიპასუხა, რომ ცილოვან დიეტას იცავს, ანუ საერთოდ არ მიირთმევს ტკბილეულს, პურსა და ბურღულეულს. მისი დიეტა აშკარად ამართლებს, რადგან კარგად გამოიყურება. უახლოეს მომავალში მისი იმიჯი კიდევ ერთხელ შეიცვლება, თუმცა ჯერ არ ამხელს, რა ცვლილებაზეა საუბარი. მანამდე კი ანრისთან, რომელიც ცოტათი დაკარგული მოგვეჩვენა, ინტერვიუ ჩავწერეთ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, მათ შორის იმ ახალ კლიპზეც, რომელზე მუშაობასაც კარგი ამინდების გამოსვლის შემდეგ დაიწყებს.

- ამ ბოლო დროს აღარ ჩანხარ და სიურპრიზებითაც აღარ ანებივრებ საზოგადოებას...

- რატომ არ ვჩანვარ? უბრალოდ, ეს თვეები პირადად ჩემი შემოქმედებით არ ვიყავი დაკავებული. ასე მიეწყო საქმე.

- ეს პოლიტიკურ ცვლილებებს ხომ არ უკავშირდება? შოუბიზნესის დიდი ნაწილი ამჟამად უმოქმედოდაა.

- ეს მიდგომა საერთოდ არ მომწონს, რატომ არიან უმოქმედოდ?!. უმოქმედობას თუ ეძახიან იმას, რომ ორი სახელმწიფო დაფინანსების კონცერტი მოგვაკლდა შოუბიზნესს და ამ ორ კონცერტს ეძახდნენ მოქმედებას, თავი ჰქონიათ მოსაჭრელი. მაშინ არ ყოფილა ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო თბილისობის კონცერტი, რომელშიც მხოლოდ ერთხელ მივიღე მონაწილეობა და არც ახალი წლის კონცერტები, რომლებშიც სულ ვმონაწილეობდი.

- ერთი კონცერტის მაგალითზე შეგიძლია გაგვიმხილო, რა ჰონორარი აგიღია?

- ერთ სიმღერაში - 2000 ლარი. ეს ნორმალური ჰონორარია ჩემი რანგის მომღერლისთვის, ბევრი გაცილებით ცოტას იღებდა, ზოგიერთი კი, რომელიც გაცილებით დიდ ფავორში იყო - უფრო მეტს. გააჩნია, ვინ როგორ აფასებს მომღერლის ღირებულებას.

- იყო მოსაზრება, რომ ძალიან დიდ ჰონორარებს იღებდით.

- ასე არ ყოფილა. საზოგადოებამ იცის ხოლმე გაბუქება, თუმცა მაინც გულდასაწყვეტია, რომ ეს ღია ღონისძიებები წელს არ გაიმართა. ფრთიანი გამონათქვამია, რომ საზოგადოებისთვის პური და სანახაობაა ყველაზე მნიშვნელოვანი, პური ჯერ არ გვაქვს და სანახაობა მაინც არ მოვაკლოთ ხალხს.

- შენ პოლიტიკისა და შოუბიზნესის სინთეზის კუთხით აქტიურობდი. დღეს არ ფიქრობ, რომ გაქვს რაიმე სათქმელი?

- არა, რადგან ჯერ საქართველოში საინტერესო ძვრები არ მომხდარა. მე არ ვარ შემოქმედი, რომელიც პოლიტიკოსებს უსაფრდება, კლიპებს აცხობს და ამით იწერს რეიტინგს. ამას მტერი ვერ დამწამებს, უბრალოდ, პოლიტიკაში დღეს არაფერი საინტერესო არ ხდება. პოლიტიკოსები ყველაზე ცუდი ტიპები არიან მსოფლიოში. საერთოდ, დაბალი სულის ადამიანებად მივიჩნევ იმ ხალხს, რომლებიც სხვებს ასწავლიან ცხოვრებას. ეს ამორალურად მიმაჩნია. პოლიტიკოსებს, საუბედუროდ, ეს ამბიცია აქვთ. პოლიტიკა და პოლიტიკოსობა რა არის? ადამიანს ჰგონია, რომ უკეთესობისკენ შეუძლია სამყაროს შეცვლა, მსოფლიოში კი ასეთი ლიდერი მხოლოდ რამდენიმე იყო, რომელმაც თავისი ერის ცხოვრება უკეთესობისკენ წაიყვანა. საქართველოში ასეთი ლიდერი არ ყოფილა.

პოლიტიკურ შარჟებში რასაც ვაკეთებ, ეს იუმორის თვალით დანახული რეალობაა. მე არ ვუღრმავდები თემებს და არ ვუყურებ გლობალურად, ასე მხოლოდ "ბედნიერი ერის" შემთხვევაში შევხედე მოვლენებს. დანარჩენი კი პორნოგრაფიის დონეზე დავიყვანე და ბევრი ვიცინე ამაზე. ჩემი პოზიცია არ იქნებოდა სწორი, რომ ვინმესთვის რაიმე მიმეთითებინა, უბრალოდ, გამოვხატავ, მე როგორ ვხედავ ამა თუ იმ მოვლენას.

- ახლა რას საქმიანობ?

- იანვარში მინდოდა საამაყო პროექტის განხორციელება, თუმცა არ დამცალდა. მსახიობ გურამ საღარაძესთან მინდოდა დუეტის შექმნა. ჩვენ შევთანხმდით, ქალბატონი მარინა საღარაძეც ჩაერთო ამ საქმეში. სტუდიაში დათქმული გვქონდა შეხვედრა და ბატონ გურამს უნდა წაეკითხა შანდორ პეტეფის "მიყვარხარ", მე კი მემღერა. იანვარში ბატონი გურამ საღარაძე გარდაიცვალა და, ფაქტობრივად, ეს პროექტი ხელიდან გამომეცალა. საბედნიეროდ, შევძელი, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" რადიოს არქივში მომეძიებინა ლექსის სუფთა ჩანაწერი, სადაც რადიოეთერში ნათქვამი ეს ლექსია შემონახული. დიდი მადლობა მათ ამისთვის. მაია ასათიანთან სტუმრობისას გურამ საღარაძემ სწორედ ეს ლექსი წაიკითხა და ვინაიდან კლიპისთვის ვიზუალიც მჭირდებოდა, მაიას ვთხოვე და გამოვართვი. მგონია, რომ ეს პროექტი ძალიან მაღალ დონეზე შედგება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება