კრისტენ სტუარტი ყველაზე გემოვნებიანი ვარსკვლავია

კრისტენ სტუარტი ყველაზე გემოვნებიანი ვარსკვლავია

მსახიობი კრისტენ სტუარტი ძირითადად ჯინსსა და მაისურებში გამოწყობილი დადის, თუმცა მისი სტილი დიზაინერების შთაგონების წყაროა.

მოდის გავლენიანმა ჟურნალმა Glamour-მა ყველაზე გემოვნებიანი ვარსკვლავების სია გამოაქვეყნა.

ტოპ-ათეულს კრისტენი ლიდერობს. კრისტენი ამ ფაქტით გაოცებული დარჩა და ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სხვა ქალების მსგავსად ”შოპინგი” დიდად არ უყვარს.

"როდესაც სახლიდან გავდივარ, მაისურს ვიცვამ და ჩემი თმა ყოველთვის მოუწესრიგებელია. ხალხი მეუბნება, რომ ხანდახან სავარცხელი გამოვიყენო", - განაცხადა მსახიობმა.

ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1. კრისტენ სტუარტი

2. ემა უოტსონი

3. ქეით მიდლტონი

4. ემა სტოუნი

5. ტეილორ სვიფტი

6. ვიქტორია ბექჰემი

7. ჩერილ კოლი

8. ბლეიკ ლაივლი

9. კეტი პერი

10. ბიონსე

მომზადებულია Glamour-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება