ქეით ჰადსონი: "დედასთან ჩემი შედარება ყველას ავუკრძალე"

ქეით ჰადსონი: "დედასთან ჩემი შედარება ყველას ავუკრძალე"

ჰოლივუდის ვარსკვლავი გოლდი ჰოუნი და მისი ქალიშვილი პოპულარული მსახიობი ქეით ჰადსონი ჟურნალისტებს ერთად ინტერვიუს იშვიათად აძლევენ.

ქეითი არაერთ საინტერესო ფილმში გადაიღეს, მაგრამ დღემდე მაინც დედის ჩრდილქვეშ არის. მსახიობი დედას გარეგნულადაც ჰგავს. რამდენიმე წლის წინ გადასაღებ მოედანზე გოლდისთან შედარების მოსმენით ისე გაღიზიანდა, რომ გადამღებ ჯგუფს განუცხადა, თუ კიდევ ერთხელ შეგეშლებათ ჩემი სახელი და გოლდის დამიძახებთ, ფილმში მონაწილეობაზე უარს ვიტყვიო.

"ბავშვობიდან ჰოლივუდში ვიზრდებოდი. დედას ყოველთვის სქელი და ლამაზი ხვეული თმა ჰქონდა. ახლაც მახსოვს, სარკის წინ მოფუსფუსე გოლდის თვალის ფერითა და გრძელი წამწამებით როგორი აღფრთოვანებული ვიყავი. მისი ლამაზი საღამოს კაბების განყოფილება ჩემთვის ყოველთვის ღია იყო. ვაღიარებ, თინეიჯერობაში დედას ვბაძავდი ", - განაცხადა ქეითმა.

მომზადებულია huffingtonpost.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება