"დისნეიმ" ახალი კონკია იპოვა

"დისნეიმ" ახალი კონკია იპოვა

"კონკიას" ახალ ეკრანიზაციაში, რომელსაც სტუდია "დისნეი" იღებს, მთავარ როლს ლილი ჯეიმსი შეასრულებს, - წერს The Wrap.

ბოროტი დედინაცვლის როლი მსახიობ ქეით ბლანშეტს ერგო. ლილიმდე კონკიას როლზე პრეტენდენტები იყვნენ ემა უოტსონი, სირშა რონანი, ალისია ვიკანდერი და იმოჯენ პუტსი.

ახალ "კონკიას" რეჟისორი კანეტ ბრანა გადაიღებს. ფილმის გადაღებები მალე დაიწყება, ხოლო ეკრანებზე 2014 წელს გამოვა.

ლილი ჯეიმსმა პოპულარობა სერიალ Downton Abbey-ში მონაწილეობით მოიპოვა, რომელიც 2010 წლიდან ტელეარხ ITV-ზე გადის. გარდა ამისა, მსახიობს ნათამაშები აქვს რამდენიმე სრულმეტრაჟიან ფილმშიც.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება