ახალი სტილი მეგობრულ კოცნაში, ანუ ვინ არის მარიტა როხვაძის ახალი გატაცება

ახალი სტილი მეგობრულ კოცნაში, ანუ ვინ არის მარიტა როხვაძის ახალი გატაცება

აკოცა, აკოცა, ნამდვილად აკოცა! - ზუსტად ეს ფრაზა აღმოხდა თქვენს ბუკლიკოს წინა კვირას ერთ-ერთი პრესტიჟული სასტუმროს ფოიეში, როცა "ჯეოსტარის" გამარჯვებული მარიტა როხვაძე და ვიცე "მისტერ ვალენტინი" მახო მაჭარაშვილი ჩახუტებული ნახა. ჩახუტებას ვინ დაეძებდა, წყვილი ყველას დასანახად ერთმანეთს ტუჩებში კოცნიდა. ცოტა არ იყოს, გავოგნდი. მარიტას შეყვარებული ზურა ნიქაბაძე გამახსენდა.

ცოტა ხნის წინ მომღერალი პრესასთან საჯაროდ ჰყვებოდა მათი რომანის ამბავს, რომ ზურაც ქუთაისიდან გახლდათ, რომ ერთი ეკლესიის მრევლი იყო ორივე და ერთად ემზადებოდნენ ქართულში. ყველაფერი სწორედ აქედან დაწყებულა. შემდეგ ზურა სწავლის გასაგრძელებლად ამერიკაში წასულა და წყვილი თურმე "სკაიპის" მეშვეობით აგრძელებდა ურთიერთობას. ხომ ვამბობდი, არ ამართლებს ეს "სკაიპი"-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი წელს დასასვენებლადაც ერთად ყოფილა ეგვიპტეში (ამის შესახებაც მარიტა პრესასთან ამბობდა), სიშორემ თავისი გაიტანა და მომღერალი მომხიბვლელი, სექსუალური და სიმპათიური ყმაწვილით დაინტერესდა. ცრუ განგაშში რომ არ დაგედოთ ჩემთვის ბრალი, ორივეს დავუკავშირდი.

- მახო, რა ურთიერთობა გაქვს მარიტა როხვაძესთან?

მახო მაჭარაშვილი:

- (იცინის) ეს უკვე მომწონს. "რეიტინგი" მუშაობს!

- ხომ არ გიკვირს? პასუხი არ გინდა გამცე?

- ყველაფერს ამჩნევთ, რა. არა, თავს შევიკავებ ჯერ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება