მერაია ქერიმ და ნიკ კენონმა მეხუთედ იქორწინეს

მერაია ქერიმ და ნიკ კენონმა მეხუთედ იქორწინეს

მერაია ქერიმ და ნიკ კენონმა კალიფორნიის დისნეილენდში მეხუთედ იქორწინეს. წყვილმა გუშინ მათი ქორწინების მეხუთე წლისთავი აღნიშნა.

მერაიას და ნიკს ქორწინების აღნიშვნის ორიგინალური ხერხი აქვთ - ისინი ყოველ წელს თავიდან ატარებენ ცერემონიას. ამგვარად, წყვილი თავს ყოველთვის ახალდაქორწინებულად გრძნობს. ვარსკვლავმა მისი მეხუთე ქორწილის ვიდეო თავად გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ მომღერალი ისევე ემზადება, როგორც პირველად.

თავად ცერემონია ზღაპრულ მულტიპლიკაციურ ფილმს უფრო გავდა. მერაია ნიკზე მეხუთედ დასაქორწინებლად დისნეილენდში მდებარე ციხესიმაგრემდე ზღაპრული ეტლით მივიდა. ვარსკვლავს თეთრი კაბა ეცვა, ხოლო მის მეუღლეს სადღესასწაულო თეთრი მუნდირი. აღსანიშნავია, რომ გუშინ წყვილის შვილებს, ტყუპებს მონროსა და მაროკანს 2 წელი შეუსრულდათ.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება