რიზ უიზერსპუნი მეხსიერებას კარგავს

რიზ უიზერსპუნი მეხსიერებას კარგავს

ჰოლივუდის მსახიობი რიზ უიზერსპუნი აღიარებს, რომ 8 თვის შვილმა "ტვინი მოპარა". 37 წლის კინოვარსკვლავს მესამე შვილის გაჩენის შემდეგ მეხსიერების პრობლემები შეექმნა. ამის შესახებ უიზერსპუნმა გამოცემა Red-თან ინტერვიუში განაცხადა.

"რაც მესამე შვილი გავაჩინე, ვეღარაფერს ვიმახოვრებ. სერიოზულად შეშფოთებული ვარ, რომ ამ ბავშვმა ჩემი "ტვინი მოიპარა"", - აღნიშნავს მსახიობი.

ვარსკვლავის თქმით, მან უკვე ბევრი მეგობარი დაკარგა იმის გამო, რომ მათთვის გადარეკვა ან დანაპირების შესრულება დაავიწყდა.

რიზი ამბობს, რომ გამუდმებით შვილებზე ფიქრობს, როგორ არიან ისინი, ხომ არ შიათ, ყველაფერი რიგზე აქვთ თუ არა.

2012 წლის სექტემბერში უიზერსპუნს მეორე ქმრთან, ჯიმ ტოტთან ვაჟი შეეძინა. გარდა ამისა, მსახიობს პირველი მეუღლისგან, რაიან ფილიპისგან 13 წლის ავა და 9 წლის დიკონი ჰყავს.

მომზადებულია Socialite Life-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება