ჩინეთში თაგვისა და მელიის ხორცს ცხვრისა და ძროხის ხორცად ასაღებდნენ

ჩინეთში თაგვისა და მელიის ხორცს ცხვრისა და ძროხის ხორცად ასაღებდნენ

ჩინეთში "ყალბი" ხორცის წარმოებასთან დაკავშირებით 904 ადამიანი დააკავეს. ბრალდებულები თაგვისა და მელიის ხორცს ცხვრისა და ძროხის ხორცად ასაღებდნენ და ყიდდნენ.

ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს ინფორმაციით, 25 აპრილიდან დღემდე 382 მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, ამოღებულია 20 000 ტონა უკანონოდ წარმოებული პროდუქცია.

არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები ხორცის პროდუქტების დამუშავებისთვის ქიმიკატებს იყენებდნენ და არღვევდნენ მისი შენახვის ვადას.

ქალაქ უსიში (ძიანსუს პროვინცია, აღმოსავლეთ ჩინეთი) ”ცხვრის ხორცს” ქიმიური ნივთიერებების დამატებით მელიის, წაულის და თაგვის ხორცისგან "ამზადებდნენ". ასეთი ხორცისგან დამზადებული ნახევარფაბრიკატების გაყიდვამ მწარმოებლებს 1,62 მლნ დოლარი მოუტანა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა