ჯეფ ჰანემანი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჯეფ ჰანემანი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა

გიტარისტი და მეტალ-ჯგუფ Slayer -ის ერთ-ერთი დამაარსებელი, ჯეფ ჰანემანი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგოც ჯგუფის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული განცხადება იუწყება, მუსიკოსი კალიფორნიაში ხუთშაბათს, ღვიძლის უკმარისობით დაიღუპა.

გარდა ამისა, მუსიკოსს კანის გადანერგვის რამდენიმე ოპერაციაც ჰქონდა გადატანილი და ინტენსიური მკურნალობის შემდეგ, ფაქტობრივად თავიდან მოუხდა სიარულის სწავლა. ბოლო წლებში ჰანემანი ალკოჰოლს ეძალებოდა, უფრო ადრე კი ნარკოდამოკიდებულებისგან იკურნებოდა.

ჯგუფი Slayer კალიფორნაში 1982 წელს ჩამოყალიბდა. მეტალ-ბენდმა სახელი 1986 წელს, ალბომ Reign in Blood-ის გამოსვლის შემდეგ გაითქვა. "სლეიერი" "თრეშ-მეტალის დიდი ოთხეულის" წევრია. ამ ოთხეულში გაერთიანებულნი არიან ისეთი კოლექტივები, როგორიცაა Metallica, Megadeth და Anthrax.

ჰანემანი Slayer-ის ყველაზე პოპულარული კომპოზიციების ტექსტების ავტორი იყო.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება