სპილბერგი აშშ-ის ისტორიაში საუკეთესო სნაიპერზე ფილმს გადაიღებს

სპილბერგი აშშ-ის ისტორიაში საუკეთესო სნაიპერზე ფილმს გადაიღებს

სტივენ სპილბერგი აშშ-ის ისტორიაში საუკეთესო სნაიპერზე, "ზღვის კატა" კრის კაილზე ფილმს გადაიღებს. კაილი განადგურებული სამიზნეების რაოდენობით ამერიკელ სნაიპერთა შორის რეკორდსმენია. ფილმის სახელწოდება იქნება "ამერიკელი სნაიპერი". ამავე სახელწოდების ავტობიოგრაფიული წიგნი The New York Times-ის ბესტსელერთა სიაში 18 კვირის განმავლობაში მოწინავე პოზიციას ინარჩუნებდა.

კრიტიკოსები სნაიპერს საკუთარი პატიოსნების გამო ხოტბას ასხამდნენ. კაილი, რომელმაც ომში 160 ადამიანი მოკლა, 2013 წლის თებერვალში გარდაიცვალა. ის ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა ვეტერანმა ედი რუტმა იმსხვერპლა.

კაილს ბრედლი კუპერი განასახიერებს. კუპერის კომპანია 22nd & Indiana Pictures-მა ავტობიოგრაფიის ეკრანიზაციაზე უფლება ერთი წლის წინ შეიძინა.

"ამერიკელ სნაიპერზე" ერთობლივად იმუშავებენ სტუდიები Warner Bros. და DreamWorks. ფილმის გადაღებები 2014 წელს დაიწყება.

მომზადებულია The Hollywood Reporter-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება