როგორ დაიკლო 38 კგ შერის ქალიშვილმა

როგორ დაიკლო 38 კგ შერის ქალიშვილმა

შოუს "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილე ჩეზ ბონომ 38 კგ დაიკლო. შერის ქალიშვილი, რომელიც 2010 წელს ოპერაციის შედეგად მამაკაცი, ჩეზ ბონო გახდა, WENN-ის მკითხველს წონაში დაკლების საიდუმლოს უმხელს.

"მე მხოლოდ კვების წესი შევცვალე, - აცხადებს ბონო, რომელმაც წონაში კლების საწყის ეტაპზე Freshology-ის კვების სისტემა გამოიყენა, - დიეტები არ მუშაობს. უბრალოდ უნდა შეცვალოთ, ის, რასაც ჭამთ. სწორედ ეს გავაკეთე".

ბონოს მზარეულობა და გემრიელი საჭმელების მომზადება უყვარს, თუმცა მისი საკვები ძირითადად ხილი და ბოსტნეულია.

"ცომეულსა და სახამებელს არ ვეკარები, ჩემი დიეტა ხორცის, ხილისა და ბოსტნეულისგან შედგება, - ამბობს ის, - მე მათ სხვადასხვაგვარად ვამზადებ, რათა საჭმელი გემრიელი და საინტერესო იყოს".

თუმცა ბონოს საკვირველი შედეგის მიღწევაში მხოლოდ ჯანსაღი რაციონი არ დახმარებია. შერის შვილი ცეკვას არ ივიწყებს: "ცეკვის გაკვეთილებზე ისევ დავდივარ". გარდა ამისა, ბონო საბრძოლო ხელოვნებით არის გატაცებული.

მომზადებულია WENN-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება