ჯენიფერ ენისტონმა საკუთარი ქორწილი ბრედ პიტის გამო გადადო

ჯენიფერ ენისტონმა საკუთარი ქორწილი ბრედ პიტის გამო გადადო

მომავალი საქორწინო ცერემონიის ფორმატთან დაკავშირებით უთანხმოება ერთადერთი მიზეზი არ აღმოჩნდა, რის გამოც ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჯენიფერ ენისტონმა და ჯასტინ ტერუმ შეუღლების თარიღი გადადეს. წყვილის ქორწილი მაისში უნდა გამართულიყო. ShowbizSpy-ის წყაროს ინფორმაციით, ენისტონი შიშობს, რომ მისი ქორწილი ყოფილი ქმრის, ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ქორწილს დაემთხვევა.

"ჯენიფერს არ სურს, რომ მისთვის უმნიშვნელოვანესი დღე მათთან ასოცირდებოდეს", - ამბობს წყარო.

მას შემდეგ, რაც ენისტონმა პიტის გეგმების შესახებ შეიტყო, ქორწინების თარიღი შეცვალა და მოვლენების დაჩქარება სცადა, თუმცა ამით უკმაყოფილო დარჩა ტერუ და საცოლეს გადაწყვეტილება შეაცვლევინა. ამიტომ მსახიობმა პაუზის აღება არჩია.

"მან მთელი სამზადისი შეწყვიტა და ერთი თვის განმავლობაში აქტიური მოქმედებისგან თავს შეიკავებს", - განაცხადა წყარომ.

მომზადებულია ShowbizSpy-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება